დე იონგი: "მილანს" რთული დრო დაუდგა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე იონგი: "მილანს" რთული დრო დაუდგა"


"მილანის" ნახევარმცველმა, ნაიჯელ დე იონგმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის თამაშზე და ნიდერლანდების ნაკრების ევრო-2016-ზე არ მოხვედრაზე. "მილანს" რთული დრო დაუდგა. ცუდად ვითამაშეთ "ნაპოლისთან" და ახლა ჩვენთვის უმთავრესია, 3 ქულა მოვიპოვოთ "ტორინოსთან" მატჩში. ნიდერლანდები? საწყენია, მაგრამ ეს ფეხბურთია. არ მინდა ეროვნულ ნაკრებზე ლაპარაკი, მოდით, "მილანზე" მოვახდინოთ კონცენტრაცია. დიდი სურვილი მაქვს, დავბრუნდე სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული" , - განაცხადა ჰოლანდიელმა. სერია ა-ში 7 ტურის შემდეგ "მილანი" მე-11 ადგილზეა, 9 ქულა აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები