გარსია: "ფავორიტი ისევ იუვენტუსია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გარსია: "ფავორიტი ისევ იუვენტუსია"


გარსია:
"რომას" მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიაჩნია სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ფავორიტად და თავისი გუნდის ასპარეზობაზე ისაუბრა. "ფავორიტი ისევ "იუვენტუსია". ასე რატომ ვამბობ? მათ ზედიზედ 4 სკუდეტო მოიგეს, მაგრამ ამ წელს ვეცდებით, ეს ტენდენცია დავარღვიოთ" , - დაიწყო ფრანგმა მწვრთნელმა. სეზონში წარმატებულად ასპარეზობისთვის თავი უნდა დავაღწიოთ გრძელვადიან ტრავმებს, როგორც ლეანდრო კასტანს და კევინ სტროოტმანს ჰქონდათ შარშან" , - გააგრძელა მან. ასევე, გარსიამ უპასუხა კითხვას, თუ რატომ გაუშვა "რომამ" 9 ბურთი 7 მატჩში. "ჩვენი ყველა გაშვებული გოლი გავაანალიზე და შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი ერთი ტიპის არაა. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია დაცვაში თამაშის გაუმჯობესება და უნდა ვიპოვოთ ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის, გატანილი გოლების ძველი რაოდენობის შენარჩუნებით, მაგრამ გაშვებული გოლების - ცოტა რაოდენობის. სერია ა-ში 7 ტურის შემდეგ "რომა" 14 ქულით მე-4 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები