ვენგერი: "სანჩესი გუნდზე ბევრს მუშაობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერი: "სანჩესი გუნდზე ბევრს მუშაობს"


ვენგერი:
ჩილელმა ფეხბურთელმა "არსენალის" მაისურით ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა. "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ბედნიერია, რომ სანჩესი ისევ ჩვეულ დონეზეა. "მას სეზონის რთული დასაწყისი ჰქონდა, იმიტომ, რომ გვიან დაბრუნდა კოპა ამერიკიდან, სადაც მისი გუნდი ჩემპიონი გახდა. მაგრამ ახლა ისევ იმ დონეზეა, რომელსაც ყველა მიეჩვია. უკეთესზეც კი" , - თქვა არსენ ვენგერმა. "ის ყოველთვის იძლევა წარმატების იმედს, თავად ქმნის მომენტებს და ეხმარება ამაში პარტნორებს. სანჩესი ბევრს მუშაობს გუნდზე, მისი ენთუზიაზმი გადამდებია. ის ძალიან უსიამოვნო და საშიშია მოწინააღმდეგის მცველებისთვის" , - შეაჯამა ვენგერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები