დღის ფსონი: 17.10.2015 » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დღის ფსონი: 17.10.2015


დღის ფსონი: 17.10.2015
მოგესალმებათ დღის ფსონი, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ გიბრუნდებით და კვლავაც ერთად მოგებას ვაპირებთ, ხოლო ჩვენს ფეისბუქ გვერდზე უამრავი სიახლე და უამრავი ბილეთია, რის დახმარებითაც ჩვენ გეხმარებით თქვენ, რათა უფრო მეტი მოიგოთ. მაშ ასე, ვიწყებთ და გისურვებთ წარმატებებს... expertisfsoni tote ხვალ პრემიერლიგაში იურგენ კლოპის დებიუტი შედგება. მისი გუნდი "ტოტენჰემს" ეწვევა და უმძიმესი მატჩი ელის. გერმანელმა პირველივე ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის თამაშის გამოსწორებაა და ვფიქრობ, რომ ხვალ სწორედ ამ ასპექტზე გაკეთდება ყურადღება. "ტოტენჰემიც" წელს ძალიან ცოტას უშვებს და ამ ფაქტების შერწყმით ვფიქრობ, ამ თამაშში 3 გოლი არ გავა და სწორედ ეს იქნება ჩვენი პირველი ფსონი - 2,0 კოეფიციენტი.

Goal.Ge–ს პროგნოზი – 0:1

ajax ჰოლანდიაში ჩემპიონატის 2 ლიდერი შეხვდება ერთმანეთს. ყველასათვის გასაკვირად "ჰერაკლესი" ლიდერთა შორისაა და საკუთარ კედლებში ყველა მატჩის მოგებით ამაყობს, თუმცა ეს სერია უნდა დასრულდეს და დასრულდება ვისთან, თუ არა "აიაქსთან", ამიტომაც, მე ჰოლანდიური გრანდის მოგებაზე დავდგები, რის სანაცვლოდაც ისეთი კარგი კოეფიციენტია, რომ უბრალოდ რთულია უარი თქვა - 1,85 კოეფიციენტი.

Goal.Ge–ს პროგნოზი – 1:2

ესპანეთში კი "ეიბარისა" და "სევილიას" მატჩს გავარჩევთ. "ბასკებმა" მშვენიერი სტარტი აიღეს, რასაც ვერ ვიტყვით "დალაქებზე", რომლებიც ცხრილში საკმაოდ უკან არიან და დროა უკვე წინ წაიწიონ. მგონია, რომ ამ მატჩს უნაი ემერის შეგირდები პირდაპირ მოიგებენ, თუმცა თავს დავიზღვევთ და X2-ს შემოგთავაზებთ.

Goal.Ge–ს პროგნოზი – 0:2

17/10 - 15:40 პრემიერლიგა ტოტენჰემი - ლივერპული - ნაკლები 2,0
17/10 - 21:40 ერედივიზიე ჰერაკლესი - აიაქსი - 2 1,85
17/10 - 20:10 ლა ლიგა ეიბარი - სევილია - X2 1,35
კოეფიციენტის ჯამი : 5,1

დაალაიქეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, სადაც იხილავთ სხვა პროგნოზებსაც: https://www.facebook.com/betofthedaygoalge


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები