რობერტო მანჩინი: "იუვენტუსი ისევ იტალიის საუკეთესო კლუბია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობერტო მანჩინი: "იუვენტუსი ისევ იტალიის საუკეთესო კლუბია"


"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ სერია ა-ში ძალთა ბალანსზე ისაუბრა. "სერია ა ძალიან რთული ჩემპიონატია. კიდევ 3-4 თვე უნდა დავიცადოთ, ლიგაში ძალთა ბალანსი საბოლოოდ გასაგები რომ იყოს. დაახლოებით, 10 ტურის შემდეგ გამოვლინდებიან სერია ა-ს ლიდერები. გასაგებია, რომ "იუვენტუსი" ვარდნას ელოდა ბოლო წარმატებული წლების შემდეგ, მაგრამ ეს გუნდი ისევ ჩემპიონობის პრეტენდენტად რჩება. ის ისევ იტალიის საუკეთესო კლუბია. ჩვენს მიზნად რჩება ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. გამარჯვება ჩემპიონატში: რატომაც არა, ამის იმედი გვაქვს" , - განაცხადა მანჩინიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები