"საბურთალომ" ბოლო წუთებში იმარჯვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"საბურთალომ" ბოლო წუთებში იმარჯვა


16 ოქტომბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, უმაღლესი ლიგის მატჩში, "საბურთალო" და "საპოვნელა" დაუპირისპირდნენ. მატჩი თერჯოლელთა უპირატესობით დაიწყო, პირველ ტაიმში რამდენჯერმე გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ, თუმცა შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მე-2 ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა, იმერლებმა აქტიურად დაიწყეს, თბილისელთა კარის აღებას სწრაფად ცდილობდნენ, მაგრამ მე-60 წუთზე, "საბურთალოს" მარჯვენა მცველმა, ნოდარ იაშვილმა მასპინძლების დაწინაურება შეძლო და ანგარიში გახსნა. "საპოვნელა" გააქტიურდა, უტევდა, მაგრამ თბილისელები თავს კარგად იცავდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, საჯარიმოში შექმნილი არეულობით გიორგი ბუხაიძემ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს. თავი გურამ გოშთელიანმა გამოიჩინა.

საბურთალო - საპოვნელა 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 იაშვილი (57), 1:1 ბუხაიძე (82), 2:1 გოშთელიანი (90+2)

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი (ვაჭარაძე 79), მამუჩაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, ხორხელი, გვარაძე (რუხაძე 75), სოფრომაძე (ფანცულაია 77), გოშთელიანი

საპოვნელა: გიორგაძე, ჯიმშელეიშვილი (აბესაძე 63), რობაქიძე, შალამბერიძე, ბანძელაძე, ამბროლაძე, ბუხაიძე, ტყეშელაშვილი, შუღლაძე (მურადაშვილი 53), ენდელაძე, მაკარიძე (ზეინკლიშვილი 60)

გაფრთხილება: ბანძელაძე (27), ბიძინაშვილი (31), შალამბერიძე (43), თოთაძე (68)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები