ლაპორტე: "ბილბაოსთან ერთად ტიტულების მოგება მსურს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაპორტე: "ბილბაოსთან ერთად ტიტულების მოგება მსურს"


უცხოურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კატალონიის "ბარსელონა" ახალგაზრდა ფეხბურთელთან, ემერიკ ლაპორტესთან შეთანხმებას მიაღწია. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და განაცხადა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს. "ბილბაოში ვრჩები და ამ გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება მსურს. ფინალში ორჯერ გავედით და ვიცი, თუ რა გრძნობაა იქ თამაში. იმედია, ეს ამ სეზონშიც მოხდება", - აცხადებს ლაპორტე. მოგეხსენებათ, "ბილბაომ" ბოლო 5 წლის განმავლობაში 2 ფინალი ითამაშა - ევროპა ლიგის და კოპა დელ რეის.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები