ტეო უოლკოტი: "უნდა გვჯეროდეს, რომ "არსენალი" საუკეთესოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტეო უოლკოტი: "უნდა გვჯეროდეს, რომ "არსენალი" საუკეთესოა"


"არსენალის" ფორვარდმა, ტეო უოლკოტმა ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ლონდონელთა იმედებზე ისაუბრა. "ეს სეზონი შესაძლოა ჩვენი გახდეს, მაგრამ მოვლენებს არ უნდა გავასწროთ, ეს მნიშვნელოვანია. ახლა გასახდელში ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ ჩვენი საქმე უკეთ უნდა ვაკეთოთ. ნიჭი გვაქვს, დროდადრო საქმისადმი დამოკიდებულება კი არ არის სათანადო დონეზე. "ემიუსთან" თამაშის მიხედვით უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ ნებისმიერთან მოგება შეგვიძლია, თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ. პრემიერლიგა გახსნილია წელს, ჩანს, როგორი შეუპოვარი ბრძოლაა ახლა. ახლა ვერ იწინასწარმეტყველებ შედეგად ტოპ-4-ში ვინ მოხვდება, წინა სეზონებისგან განსხვავებით. ინდივიდუალურად ჩვენი თითოეული ფეხბურთელი მოწინააღმდეგეზე ძლიერია, ჩვენ საუკეთესოები ვართ და ამის უნდა გვჯეროდეს. დროსთან ერთად ეს რწმენა მიდის, ახლა კი ყველაზე მაქსიმალური რწმენა გვაქვს მას შემდეგ, რაც აქ მოვედი" , - თქვა უოლკოტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები