"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი". კოულმენი სათამაშოდ მზადაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი". კოულმენი სათამაშოდ მზადაა


"ევერტონის" მცველმა, შეიმუს კოეულმენმა ტრავმა მოიშუშა და შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩში მინდორზე გასვლა. ირლანდიელმა ბარძაყის უკანა ზედაპირთან დაკავშირებული პრობლემის გამო "ირისების" ბოლო 4 მატჩი გამოტოვა. "კარგია, რომ გამოვჯანმრთელდი. 90 წუთი გავატარე ირლანდიის ნაკრების მატჩში, კვლავ ვვარჯიშობ და დიდი იმედი მაქვს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვითამაშებ. მარტიალი და დეპაი ევროპელი ტალანტების ახალი თაობის წარმომადგენლები არიან. მარტიალმა უმალ დაიწყო ბრწყინვალედ თამაში და დეპაიც საშიშია. ფხიზლად უნდა ვიყოთ და ისინი კარისგან მოშორებით ვამყოფოთ, ისევე როგორც უეინ რუნი, რომელსაც შეუძლია დაცვის გაჭრა და გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში" , - თქვა კოულმენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები