მატს ჰუმელსი: "კლოპი წარმატებას მიაღწევს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატს ჰუმელსი: "კლოპი წარმატებას მიაღწევს"


მატს ჰუმელსი:
დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა, მატს ჰუმელსმა აღნიშნა, რომ "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს შეუძლია, გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩართოს. "დარწმუნებული ვარ, კლოპს შეუძლია "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვებამდე მიიყვანოს. მან უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია გამკლავება უზარმაზარი სატრანსფერო ბიუჯეტისა თუ შემადგებლობაში ხმაურიანი სახელების გარეშე. რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგაში არიან გუნდები, რომლებიც ფეხბურთელების ყიდვის სახსრებში საერთოდ არ არიან შეზღუდული, მაგრამ კლოპმა დორტმუნდში მუშაობისას აჩვენა, რომ შეუძლია ამასთან გამკლავება. შესაძლოა, უმალ არა, მაგრამ ის წარმატებას მიაღწევს. კარგად ვიცნობ იურგენს, ის სულით გამარჯვებულია. ის არ გაჩერდება მხოლოდ ჩემპინთა ლიგაზე მოხვედრაზე, არამედ მოუნდება "მანჩესტერ იუნაიტედის", "მანჩესტერ სიტის", "ჩელსის" და "არსენალის" გამოწვევა ტიტულისთვის ბრძოლაში. და მას ეს შეუძლია" , - თქვა ჰუმელსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები