იერო თბილისს ეწვევა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იერო თბილისს ეწვევა


საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მოწვევითა და კლუბის უახლოესი ბიზნესმენი მეგობრის ხელშეწყობით, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს, თბილისს რამდენიმე დღით მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ფერნანდო იერო ესტუმრება. მადრიდის "რეალის" ვეტერანი ფეხბურთელი თბილისური კლუბის ინფრასტრუქტურასა და მეთოდიკას გაეცნობა, ასევე დაესწრება 21 ოქტომბერს გასამართ შეხვედრას "საბურთალოსა" და "მიდტიულანდს" შორის. იგეგმება ფერნანდო იეროს შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთანაც. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, "საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე მადრიდში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა შედგა ჩვენი კლუბის ხელმძღვანელსა და "სამეფო კლუბის" ყოფილ ვეტერანს შორის. სწორედ, ესპანეთის დედაქალაქში გადაწყდა, რომ ფერნანდო იერო უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვიდოდა.

ს.კ "საბურთალოს" პრეს-სამსახური

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები