კასილიასი: "მესი - საუკეთესო თავდამსხმელია, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კასილიასი: "მესი - საუკეთესო თავდამსხმელია, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია"


მადრიდის "რეალის" ყოფილმა გოლკიპერმა იკერ კასილიასმა სოციალური ქსელის საშუალებით ფანების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. - ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ერთ გუნდში გითამაშიათ? - მე ყოველთვის მიყვარდა ზინედინ ზიდანის თამაშის ყურება. - როგორ უნდა გახდეს ადამიანი კარგი გოლკიპერი? -ყოველთვის მზად უნდა იყო ფსიქოლოგიურად. თამაში მეკარის პოზიციაზე - დიდ რისკს და სერიოზულ ფსიქოლოგიურ მომზადებას ითხოვს. - საუკეთესო თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ? - ლიონელ მესი, მის წინააღმდეგ "ელ-კლასიკოებში" ბევრჯერ მითამაშია. - საყვარელი "სეივი"? - სეივები, რომლებიც მე "ლევერკუზენის" წინააღმდეგ გავაკეთე (2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი) და კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, როცა არიენ რობენის დარტყმული მოვიგერიე. - ვინ იყო ბავშვობაში შენი კუმირი? - პეტერ შმეიხელი. - დაასახელეთ მსოფლიო ფეხბურთის 5 საუკეთესო გოლკიპერი ... - შმეიხელი, ვიტორ ბაია, ჯანლუიჯი ბუფონი, ოლივერ კანი და სანტიაგო კანისარესი. - ყველაზე ლამაზი გაშვებული გოლი? - არ მახსოვს არცერთი, რადგან ყოველთვის ვბრაზდები, როდესაც ჩემი კარის ბადეში ბურთი ეხვევა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები