რონალდო რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდო რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა


ლა ლიგის  მერვე ტურის მატჩში ლევანტესთან, კრისტიანო რონალდომ გაიტანა გოლი და გადავიდა რეალის ბომბარდირებს შორის პირველ ადგილზე. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს, რაულის შედეგის გასაუმჯობესებლად დასჭირდა 310 მატჩი ყველა ტურნირზე, როცა ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფორვარდს 16 წლის განმავლობაში 741 შეხვედრის გამართვა მოუხდა. 30 წლის ფორვარდი 2009 წელს გადავიდა მადრიდულ კლუბში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და პირველივე სეზონში 33ჯერ დალაშქრა მეტოქის კარები. მადრიდში გატარებულ დანარჩენ სეზონებში მას 50 გოლზე მეტი გაჰქონდა. ლევანტესთან გატანილი გოლი მეექვსე იყო რონალდოსთვის ამ სეზონში.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები