ბაიერნმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა


ბრემენის ვერდერის დამარცხების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონატის პირველი 9 შეხვედრა მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი ტომას მიულერი ანგარიშზეა, რომელმაც გამარჯვების გოლი 23 წუთზე გაიტანა. ამ გამარჯვებით "რეკორდმაისტერი" 7 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტ დორტმუნდის ბორუსიას. აღსანიშნავია, რომ მიულერის გოლი მეასე იყო ბაიერნისთვის  2015 წელს, 26 წლის ფორვარდისთვის კი მეცხრე გოლი იყო ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში. მიუნხენური გუნდი შემდეგ შეხვედრას 24 ოქტომბერს, კიოლნის წინააღმდეგ გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები