"ბაიერნი" კვლავ შეუჩერებელია, "მგლებმა" "სოფლელები" დაამარცხეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბაიერნი" კვლავ შეუჩერებელია, "მგლებმა" "სოფლელები" დაამარცხეს


დღეს ბუნდესლიგის მე-9 ტურის შაბათის პირველი შეხვედრები გაიმართა. "ვოლფსბურგმა" 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და "ჰოფენჰაიმი" 4-2 დაამარცხა. ჰეთრიკი კრუზეს ანგარიშზეა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა საქართველო-გერმანიას მატჩში. "მგლები" 7 წუთისთვის უკვე 2-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა "სოფლელებმა" ანგარიში გაათანაბრეს. მაქსმა დუბლი 62-ე წუთზე შეასრულა, ხოლო, საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე დაადასტურა. გუნდმა მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მიუნხენის "ბაიერნი" კვლავ რეკორდებს ამყარებს. ამჯერად "რეკორდმაისტერმა" სტუმრად მინიმალური ანგარიშით ბრემენის "ვერდერი" დაამარცხა. რობერტ ლევანდოვსკიმ დღევანდელ თამაშში თავის გამოჩენა ვერ შეძლო. ერთადერთი ბურთი ტომას მიულერმა ტიაგო ალკანტარას გადაცემის შემდეგ შეაგდო. "სამხრეთის ვარსკვლავმა" ბუნდესლიგის პირველი 9 მატჩის მოგება შეძლო და ასევე, სწორედ მე-9 გოლი გახლავთ მიულერისთვის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში. თავის მხრივ, გელზეკირხენის "შალკემ" ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა ბერლინის "ჰერტასთან". მეიერმა "ხუმარებისთვის" 92-ე წუთზე გაიტანა და კლუბს მხოლოდ 1 ქულა აშორებს დორტმუნდის "ბორუსიასთან". ვოლფსბურგი 4-2 ჰოფენჰაიმი გოლები: კრუზე 1/62/83, დოსტი 7 - ტოლჯანი 23, შმიდი 54 ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, ტრეში, ლუიზ გუსტავო (არნოლდი 87), დანტე, კალიჯური, გუილავოგი, დრაქსლერი (ვეირინია 67), კრუზე, დოსტი (შურლე 79) ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, სტრობლი, ბიკაკჩიჩი, კადერაბეკი (კიმი 22), ტოლჯანი, სულე, პოლანსკი, ვარგასი (სზალაი 84), რუდი (უტჰდი 84), შმიდი, ვოლანდი გაფრთხილებები: კალიჯური 57, ტრეში 59, ლუიზ გუსტავო 71, ვეირინია 85 ვიდეო მიმოხილვა: ვერდერი 0-1 ბაიერნი გოლი: მიულერი 23 ვერდერი: ვიედვალი, ლუკიმია, სელასიე, გარსია, გალვესი, ფრიტცი (პიზარო 78), იუნუზოვიჩი, ბარტელსი, ბარგფრედი, უჯა, ლორენცენი (ოზტუნალი 59) ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია (კიმიხი 78), ბოატენგი, ალაბა, ალონსო, ვიდალი (პანტოვიჩი 90+2), ალკანტარა, ბერნატი, მიულერი, ლევანდოვსკი გაფრთხილებები: გარსია 60, ბარგფრედე 80 - რაფინია 42, კიმიხი 82 ვიდეო მიმოხილვა: შალკე 2-1 ჰერტა გოლები: ჰიოვედესი 27, მეიერი 90+2 - კალუ 73 გაფრთხილებები: დი სანტო 17, ჰიოვედესი 63, გეისი 75 - ჰარაგუხი 16, ლანგკამპი 60, დარიდა 70, ჰეგელერი 84 წითელი ბარათი: იბიშევიჩი 18 აუგსბურგი 0-2 დარმშტადტი გოლები: ვაგნერი 7, ნიემეიერი 29 გაფრთხილებები: ბაიერი 61, კაიუბი 67 - ჰელერ 47, გარიკსი 66, კალდიროლა 85 ჰამბურგი 0-0 ლევერკუზენი გაფრთხილებები: ჰანტი 26, ლასოგა 31, ეკდალი 38, ილიჩევიჩი 59, დიასი 88, სპაჰიჩი 90+1 - ერნანდესი 74, იედვაჯი 75
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები