ჰარი კეინის ცუდი სტარტი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰარი კეინის ცუდი სტარტი


ჰარი კეინმა ყველა გააოცა თავისი თამაშით გასულ სეზონში. 2014-2015 წლების სეზონში მან 21 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მამლებმა ვერ მოახერხეს სანატრელ მეოთხე ადგილზე გასვლა. წლევანდელი სეზონი ტოტენჰემისთვის კარგად მიმდინარეობს, გუნდს ბოლო 8 თამაში არ წაუგია. იგივეს  ვერ ვიტყვით 22 წლის ფეხბურთელზე, რომლის ანგარიშზეც ერთადერთი გოლია ამ სეზონში და ისიც თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი. მისი სტატისტიკაც გაუარესდა შარშანდელ სეზონთან შედარებით. ტოტენჰემის ლიდერს მიმდინარე სეზონში 6ჯერ მეტი დრო სჭირდება გოლის გასატანად. კეინს  უჭირს მომენტების გამოყენება, მან 5 საგოლე მომენტიდან მხოლოდ 1 გამოიყენა. ტოტენჰემ ჰოცფური შემდეგ შეხვედრას ბორნმუტის წინააღმდეგ გამართავს. ინგლისელი ფეხბურთელი კი შეეცდება გამოასწოროს სტატისტიკა და დაეხმაროს გუნდს 3 ქულის  მოპოვებაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები