სტერლინგის პირველი ჰეტ-ტრიკი კარიერაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სტერლინგის პირველი ჰეტ-ტრიკი კარიერაში


რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა კარიერაში პირველი ჰეტ-ტრიკი პრემიერლიგის მეცხრე ტურში, ბორნმუტის წინააღმდეგ, რომელიც მანჩესტერ სიტიმ 5-1 მოიგო. ჟურნალისტებთან საუბარში მანუელ პელეგრინიმ განაცხადა: "ვფიქრობ მნიშვნელოვანი იყო რაჰიმისთვის გაეტანა გოლები, მან უნდა  გააუმჯობესოს თამაში დამაგვირგვინებელ ფაზაში. ის არარის ფორვარდი, როგორც აგუერო და ბონი. მან უნდა გააუმჯობესოს თამაში და მჯერა  რომ გაიტანს იმაზე მეტ გოლს, ვიდრე წინა წლებში გაჰქონდა ლივერპულის შემადგენლობაში". ახალგაზრდა ინგლისელს 7 წუთი დასჭირდა მეტოქის კარის ასაღებად. 20 წლის ფეხბურთელმა პირველივე ტაიმში მოახერხა 3 გოლის გატანა. მის გარდა მანჩესტერელთაგან ვილფრედ ბონიმ შეძლო 2 გოლის გატანა, ხოლო ბორნმუტელთა ერთადერთი გოლი გლენ მურეის ანგარიშზეა. 49 მილიონის ღირებულების ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის დროსაც გამოიჩინა თავი ესტონეთთან მატჩში, რომელიც ინგლისმა 2-0 მოიგო. რაჰიმისთვის ეს გოლი მეორე იყო 17 შეხვედრაში ინგლისის ნაკრების მაისურით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები