სინიშა მიხაილოვიჩი: "ყოველი თამაშის შემდეგ იძულებული ვარ, ერთი და იგივე ვიმეორო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სინიშა მიხაილოვიჩი: "ყოველი თამაშის შემდეგ იძულებული ვარ, ერთი და იგივე ვიმეორო"


სინიშა მიხაილოვიჩი:
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიხაილოვიჩმა "ტორინოს" წინააღმდეგ სერია ა-ს მე-8 ტურის მატჩის (1:1) შედეგები შეაჯამა. "ხარისხიანი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ გოლის შემდეგ გავჩერდით. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ნერვიულობას ვიწყებთ, როცა ანგარიშში წინ მივდივართ. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაზელიმ ანგარიში გაათანაბრა, გაგვეღვიძა. ეს ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და ღელვაზე მეტყველებს. ყოველი თამაშის შემდეგ იძულებული ვარ, ერთი და იგივე ვიმეორო. მიმაჩნია, რომ დღეს 2 ქულა დავკარგეთ" , - თქვა მიხაილოვიჩმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები