ლუი ვან გაალი: "ზოგს არ შეუძლია გუნდის ფილოსოფიასთან ადაპტირება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუი ვან გაალი: "ზოგს არ შეუძლია გუნდის ფილოსოფიასთან ადაპტირება"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ინგლისის ჩემპიონატის მატჩში (3:0) "ევერტონთან" გამარჯვების შემდეგ შემადგენლობაში მემფის დეპაის არყოფნა ახსნა. "ზოგს არ შეუძლია გუნდის ფილოსოფიასთან ადაპტირება, მაგრამ ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ამა თუ იმ ფეხბურთელს ბევრი ძლიერი თვისება აქვს, რომლებიც გუნდის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. ადრე ასეთი რამ დი მარიასა და ფალკაოს შემთხვევაში მოხდა, ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ უნდა შეგეძლოს სათამაშო ფილოსოფიასთან შეწყობა. მაგრამ საუბარი ეხება არამხოლოდ მემფისს - გუნდის თითოეულ ახალწვეულს" , - აღნიშნა ვან გაალმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები