გვარდიოლა: "რთულ მატჩში გავიმარჯვეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "რთულ მატჩში გავიმარჯვეთ"


გვარდიოლა:
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა ბრემენის "ვერდერთან" სტუმრად მინიმალური ანგარიშით (1:0) მოგებაზე. "რთულ მატჩში გავიმარჯვეთ" , - ციტირებს ესპანელ სპეციალისტს მიუნხენელთა ოფიციალური საიტი. "ბრემენელები ძალიან ღრმად იცავდნენ. რთული იყო თავისუფალი ზონების პოვნა. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. მაგრამ როცა ტაბლოზე მხოლოდ 1:0-ა, აცნობიერებ, რომ დასასრული რთული იქნება. ვულოცავ ჩემს გუნდს. ეს გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები