ბენიტესი: "ხესემ შანსი უნდა გამოიყენოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენიტესი: "ხესემ შანსი უნდა გამოიყენოს"


ბენიტესი:
"რეალის" მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა კომენტარი გააკეთა "ლევანტესთან" მატჩში (3:0) ხესე როდრგიესის თამაშზე. "ხესემ დაახლოებით ის აჩვენა, რასაც მისგან ველით. ის ნიჭიერია და უნდა გამოიყენოს შანსი "რეალში". აქ ძალიან დიდი მოთხოვნა და სერიოზული კონკურენციაა. ხესემ ყოველთვის ისე უნდა ითამაშოს, როგორც "ლევანტესთან" ითამაშა, მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევით. მისმა თამაშმა პოზიტიური შთაბეჭდილება დამიტოვა მე და "რეალის" თითოეულ გულშემატკივარს" , - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა. "ლევანტეს" წინააღმდეგ ლა ლიგის გუშინდელ მატჩში ხესე როდრიგესი მინდორზე 69-ე წუთზე გავიდა და 81-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები