ვენგერის მომავალი გაურკვეველია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერის მომავალი გაურკვეველია


არსენ ვენგერი უკვე 19 წელია, არსენალს უდგას სათავეში და გუნდთან ერთად მრავალი წარმატებისთვის მიუღწევია, მაგრამ  მისი დრო არსენალში იწურება და სავარაუდოა, რომ ფრანგი სპეციალისტი კონტრაქტის დასრულების შემდეგ წავა გუნდიდან. მეთოფეთა თავკაცს კონტრაქტით 18 თვე დარჩა ამჟამინდელ პოსტზე. არსენს აკრიტიკებდნენ სუსტი სატრანსფერო პოლიტიკის გამო, რაც აისახა პრემიერლიგაში წარუმატებელ თამაშში. ლონდონელებს უკანასკნელი საპრემიერლიგო ტიტული 2003-2004 წლების სეზონში აქვთ მოპოვებული. sky sport-თან ინტერვიუში ვენგერმა განაცხადა: "ვერ გეტყვით, როდის მოხდება ეს, მე მინდა, ყველაფერი კარგად გამოვიდეს. როდის წავალ? ამას ყველანი ნახავთ". არსენალმა ბოლო თამაში პრემიერლიგაში, ვოტფორდის წინააღმდეგ გამართა და 3-0 მოიგო. 2 კვირით ადრე მათ მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხეს ამავე ანგარიშით. შემდეგ შეხვედრას მეთოფეები ბაიერნის წინააღმდეგ "ემირეითს"-ზე გამართავენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები