იბრაჰიმოვიჩი "რეალს" ემუქრება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იბრაჰიმოვიჩი "რეალს" ემუქრება


ზლატან იბრაჰიმოვიჩი აფრთხილებს მადრიდის რეალს, რომ პარიზელები მზად არიან მათთან სათამაშოდ. შვედმა ფორვარდმა გასულ ტურში, ბასტიას 2 გოლი გაუტანა, სულ კი მას ამ სეზონში ლიგა 1-ში 6 გოლი მოუგროვდა. ლორან ბლანის გუნდს წაგება არა აქვს საწყის 10 შეხვედრაში და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს. მათ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ორივე შეხვედრის მოგება. ბასტიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ 34 წლის ფეხბურთელმა განაცხადა: "ბასტიასთან მოგება კარგი შედეგია, რადგან ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელთან მოგებაც ძალიან რთულია. წინა სეზონში დავმარცხდით მათთან, მაგრამ ამჯერად შევძელით 3 ქულის მოპოვება და ვაგრძელებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ჩემპიონთა ლიგაზე კი ვეთამაშებით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და მაქსიმალურად ვემზადებით მათთან სათამაშოდ". პარიზული გუნდი ემზადება საკუთარ მოედანზე მადრიდელთა დასახვედრად. რეალს და პსჟ-ს 6-6 ქულა აქვთ 2 ტურის შემდეგ და 1-2 ადგილებს იყოფენ სატურნირო ცხრილში. დიდი ალბათობით, პარიზელთა და მადრიდელთა დაპირისპირება გადაწყვეტს ჯგუფში პირველადგილოსნის ბედს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები