"ცხინვალი" "ჩიხურას" დაუზავდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ცხინვალი" "ჩიხურას" დაუზავდა


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის შეხვედრა "ცხინვალსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის "მიხეილ მესხის" სათადარიგოთა სტადიონზე. პირველი ტაიმის პირველი სახიფათო შეტევა მე-11 წუთზე შეიქმნა. მახარობლიძის პასს კაჭარავა ვერ შეწვდა, ირაკლი ლექვთაძეს კი კარში ბურთი იმერელთა მცველებმა არ გადააგზავნინეს. 30-ე წუთზე "ჩიხურას" ანგარიშის გახსნის საშუალება ჰქონდა. ლაშა ჩიკვაიძის ჩაწოდებას ჭიაბერ ჭეჭელაშვილი გამოეხმაურა, რომლის დარტყმაც ნადირაძის კარს მცირე მანძილით ასცდა. 35-ე წუთზე, სტუმრებს კვლავ შეეძლოთ ბურთის გატანა. "ჩიხურამ" საჯარიმო გაითამაშა, გადმოვარდნილ ბურთს კი გრიგალაშვილის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. 50-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. სტუმართა საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძე მოხვდა, რომლის გადაცემაც კაჭარავამ გოლად ვერ აქცია. 53-ე წუთზე კი "ცხინვალმა" ანგარიში გახსნა. ვაკო ბაჩიაშვილმა საჯარიმოს გარედან გაისროლა, კუპატაძემ კი ბურთის მოგერიება ვერ შეძლო. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ. განუგრავას ძლიერი დარტყმა ნადირაძის კარს მცირე მანძილით ასცდა. ბოლო 10 წუთი "ჩიხურა" საოცრად გააქტიურდა, რამაც 84-ე წუთზე გოლიც მოიტანა. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კორიფაძემ უძლიერესი გასროლით ანგარიში გაათანაბრა. 90-ე წუთზე სტუმრებს წინ გასვლაც შეეძლოთ. ლაშა ჩიკვაიძის საჯარიმო დარტყმა გიორგი ნადირაძემ ხელებში დაიმორჩილა.

"ცხინვალი" 1-1 "ჩიხურა"

გოლი: ბაჩიაშვილი '53 - კორიფაძე '84

"ცხინვალი": ნადირაძე, ქოჩლაძე(ლობჟანიძე '77), მახარობლიძე, ლექვთაძე, კაკუბავა, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე, კაჭარავა, ივანიშვილი(ჯაფარიძე '89), ქარდავა.

"ჩიხურა": კუპატაძე, გრიგალაშვილი, მეგრელიშვილი, განუგრავა, კუსიანი(მუმლაძე '9), ჭეჭელაშვილი(კორიფაძე '75) , სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, დობროლოვსკი, კაშია, ჯოხაძე(კუჭუხიძე '62).

გაფრთხილება: ბაჩიაშვილი - ჩიკვაიძე, კაშია


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები