ორიჟი: "გოლებს აუცილებლად გავიტან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ორიჟი: "გოლებს აუცილებლად გავიტან"


იურგენ კლოპის ლივერპულში მისვლის შემდეგ დივოკ ორიჟის ლივერპულთან ერთად წარმატების მიღწევის იმედი გაუჩნდა. 20 წლის ფეხბურთელი ვერაფრით ხვდებოდა ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში. გერმანელმა სპეციალისტმა თავის პირველივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გაამწესა ბელგიელი ტოტენჰემის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც 0-0 დამთავრდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავის გამოჩენის შანსი მიიღო დენი ინგსისა და დანიელ სტარიჯის ტრამვების გამო, ასევე, ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო ორიგის თანამემამულე კრისტიან ბენტეკემაც. კლუბის  ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში დივოკმა განაცხადა: "მე ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ, დავეხმარო გუნდს. ყველა ცდილობს, შემაქოს და მეც მინდა, განვაგრძო მაღალ დონეზე თამაში.  ყველა ამბობს, რომ მე მაქვს ნიჭი და შემიძლია გოლების გატანა". ორიჟიმ ისაუბრა გუნდის ახალ დამრიგებელზეც: "იგი მხარს უჭერს გუნდის ყველა წევრს და მოგვიწოდებს, ვითამაშოთ უშიშრად. მას აქვს ძლიერი გრძნობა, რაც გუნდზეც მოქმედებს". ლივერპული სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. მერსისაიდელები შემდეგ შეხვედრას საუთჰემფტონის წინააღმდეგ გამართავენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები