ბარსელონამ პენალტების შემსრულებელს მიაგნო? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონამ პენალტების შემსრულებელს მიაგნო?


ლა ლიგის  მე-8 ტურში გაიმართა შეხვედრა კატალონიის ბარსელონასა და რაიო ვალეკანოს შორის. მატჩი ლუის  ენრიკეს გუნდის გამარჯვებით 5-2 დასრულდა. როგორც იცით, გუნდს ვერ ეხმარება ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა. მათი არყოფნის მიუხედავად, კატალონიელებმა მაინც დაამარცხეს მადრიდული კლუბი. შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო, მეთხუთმეტე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ გუერას გოლით. თუმცა, პირველ ტაიმშივე ბარსამ მოახერხა წინ გასვლა, ნეიმარმა ჯერ 22-ე, შემდეგ 32-ე წუთზე 2 პენალტის გატანა მოახერხა. მეორე ტაიმში ბრაზილიელმა კიდევ 2ჯერ დაამწუხრა ვალეკანო, როცა 2 წუთის ინტერვალში 2 გოლი გაუტანა მათ. 77-ე წუთზე ნეიმარმა საგოლე გადაცემაც მიითვალა, როდესაც სუარესს გაატანინა და ანგარიში 5-1 გახადა. 86-ე წუთზე ჯოზაბედმა ანგარიში შეამცირა 3 ბურთამდე. აღსანიშნავია, რომ 23 წლის  ვარსკვლავისთვის ეს იყო პირველი პოკერი ბარსელონას შემადგენლობაში. ნეიმარი, ასევე, ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში, მის ანგარიშზე უკვე 8 გოლია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები