კუპატაძე: "ფრე დადებითი შედეგია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კუპატაძე: "ფრე დადებითი შედეგია"


უმაღლესი ლიგის მე-8 შეხვედრაში, "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე "ცხინვალმა" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ GOAL.GE-მ იმერული გუნდის მეკარე, დავით კუპატაძე ჩაწერა. - როგორ შეაფასებდი დღევანდელ მატჩს? - რთული თამაში იყო, ვინაიდან „ცხინვალი“ ძალიან ძლიერი გუნდია. ველოდით ასეთ ბრძოლას და ჩემი აზრით, ფრე დადებითი შედეგია. ბევრი მომენტი გვქონდა, რომლის გამოყენება ბევრად უკეთაც შეიძლებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, არც თუ ისე ცუდი შედეგით დამთავრდა დღევანდელი მატჩი. - მომდევნო მატჩი ფოთის "კოლხეთთან"... - ყველა თამაშზე ველი მოგებას და მაქსიმალურ შედეგს. ძალებს არ დავიშურებთ და ვეცდებით ,მეტოქეს ვძლიოთ. რა და როგორ იქნება, ამას უშუალოდ მატჩი გვიჩვენებს.

ნინო ვაშაკიძე

 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები