სიჭინავა: "გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიჭინავა: "გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა"


უმაღესი ლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა და შეხვედრა 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, GOAL.GE იმერული გუნდის შემტევს, დავით სიჭინავას გაესაუბრა, რომელმაც დედაქალაქურ კლუბს გოლიც გაუტანა. - როგორ შეაფასებდი "დინამოსთან" მატჩს? - გამარჯვებამდე რამდენიმე წამი დაგვაკლდა, რასაც მთელი ქუთაისი ელოდა. გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა, მაგრამ ბოლო წუთზე გავუშვით. "დინამოსთან" მატჩი ყოველთვის დაძაბულია და გამონაკლისი არც გუშინდელი დაპირისპირება ყოფილა. ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა და თავის შანსს ელოდა. ცოტა არ გაგვიმართლა და როგორც ნახეთ, ჩვენდა სამწუხაროდ ფრე დაფიქსირდა. - "ტორპედოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს... - ალექსანდრ შტელინის დებიუტი მემგონი დადებითია. ის მხოლოდ 5 დღეა რაც ჩამოვიდა და პირველი შეხედულება ყველას კარგი აქვს. დრო ყველას სჭირდება და ვნახოთ, რა იქნება. - რიონისპირული გუნდი შემდეგ ტურში "სამტრედიას" დაუპირისპირდება... - ძალიან რთული თამაში იქნება "სამტრედიას" წინააღმდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელვანია მოგება და იმედია 3 ქულას მოვიპოვებთ, იმის ფონზე, რომ დიდი ხანია არ მოგვიგია.

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები