მარეკ ჰამშიკი: "ასეთი შედეგებით სეზონში ძალიან ბევრის მიღწევა შეგვიძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარეკ ჰამშიკი: "ასეთი შედეგებით სეზონში ძალიან ბევრის მიღწევა შეგვიძლია"


"ნაპოლის" ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა "ფიორენტინას" წინააღმდეგ სერია ა-ს მატჩის (2:1) შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. "ეს ძალიან რთული მატჩი იყო და მინდა, პატივი მივაგო მოწინააღმდეგეს - "ფიორენტინამ" ძალიან კარგად ითამაშა. ამ შეხვედრის შედეგი მთელი სერია ა-სთვის სიგნალი იქნება. ჩვენ შეგვიძლია სკუდეტოს მოგება? გვინდა, ამავე სულისკვეთებით გავაგრძელოთ, ასეთი შედეგებით სეზონში ძალიან ბევრის მიღწევა შეგვიძლია. არ ვიცი, თუ შეგვიძლია ჩემპიონად ქცევა, მაგრამ მიხარია, რომ გულშემატკივრები დაბრუნდნენ ტრიბუნებზე. დღეს სტადიონზე მშვენიერი ატმოსფერო იყო, ფანებს ამისთვის მადლიბა უნდა გადავუხადოთ", - თქვა ჰამშიკმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები