რაკიტიჩი: "ბარსელონას" სტილიდან არ გადაუხვევია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაკიტიჩი: "ბარსელონას" სტილიდან არ გადაუხვევია"


რაკიტიჩი:
"ბარსამ" "რაიო" "კამპ ნოუზე" 5:2 დაამარცხა, ხორვატი კი მინდორზე მთელი შეხვედრის მანძილზე იმყოფებოდა. "კარგად ვიმუშავეთ გაშვებული გოლის შემდეგ. "ბარსელონას" სტილიდან არ გადაუხვევია და ეს დამსახურებული გამარჯვებაა" , - ციტირებს ჰავბეკს Goal.com. "ამავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ, რადგან წინ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მატჩია". ნეიმარმა გუშინდელ მატჩში 4 გოლი გაიტანა და ივანმა მისი თამაში შეაფასა. "იმედი მაქვს, ნეიმარი არ გაჩერდება და თავის პოკერს რაც შეიძლება მალე გაიმეორებს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები