მოურინიო: "ჩელსის" ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო: "ჩელსის" ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს"


ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის არც ისე კარგ სტარტზე საუბრობს. ჟოზე თვლის, რომ მიუხედავად ცუდი სტარტისა, "ჩელსი" მაინც პრემიერ-ლიგის საუკეთესო კლუბად ითვლება. "ჩელსი" სამი წლის წინ არ იყო ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც ახლაა. უბრალოდ ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც ბრწყინვალე მწვრთნელთან ერთად ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს." ჟოზემ თავისი გუნდის შემდეგ შეხვედრებზეც ისაუბრა. "ჩვენ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე "დინამოსთან" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, რომლის შემდეგაც შაბათს, ეპლ-ს ეგიდით სლავენ ბილიჩის ფანტასტიურ გუნდს დავუპირისპირდებით. ჩვენ მოგებების სერია სტაბილურად უნდა შევინარჩუნოთ.", - ციტირებს GOAL მოურინიოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები