ვაკო ბაჩიაშვილი: "საერთო ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ'' » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვაკო ბაჩიაშვილი: "საერთო ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ''


უმაღლესი ლიგის მე-8 შეხვედრაში, “მიხეილ მესხის” სათადარიგო სტადიონზე “ცხინვალმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, GOAL.GE-სთან "ჩიხურას" კარში გოლის ავტორმა, ვაკო ბაჩიაშვილმა ისაუბრა. - სანახაობრივი თამაში შევთავაზეთ, დღეს, ორივე გუნდმა მაყურებელს, დაძაბული აღმოჩნდა ბრძოლა 3 ქულისთვის, არ გაგვიმართლა და ბოლო წუთებში გოლი გავუშვით, ეს ალბათ იმან განაპირობა, რომ "ჩიხურას" კარში გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობა დავთმეთ და მოვეშვით, რის გამოც დავისაჯეთ და ვერ მოვახერხეთ მაქსიმუმის გაკეთება, მაგრამ წინ არის ყველაფერი და ვეცდებით ყველა დაშვებული შეცდომა გამოვასწოროთ მომდევნო მატჩებში. შემდეგი შეხვედრა "დინამოსთან" გვაქვს და ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ, ყველაფერს ვიზამთ, რათა თამაში მოვიგოთ. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, "ცხინვალი" კარგ ფორმაშია და საერთო ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ.

ნინი ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები