რამდენ გოლს გაიტანენ კარიერის დასრულებამდე რონალდო და მესი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამდენ გოლს გაიტანენ კარიერის დასრულებამდე რონალდო და მესი?


რამდენ გოლს გაიტანენ კარიერის დასრულებამდე რონალდო და მესი?
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, რომელმაც სამშაბათს რიგით მე–4 ოქროს ბუცი მიიღო, ამტკიცებს, რომ ახლანდელი გოლების საშუალო მაჩვენებლის შენარჩუნება 36 წლის ასაკამდე შეუძლია. რონალდომ უკვე მოხსნა ლეგენდარული რაულ გონსალესის რეკორდი და 323 გოლით მადრიდის „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ 30 წლის შემტევი აცხადებს, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. საშუალოდ 1.04 გოლი ერთ მატჩში - ამ მაჩვენებლის შენარჩუნება 36 წლის ასაკამდე ალბათ იმ ზებუნებრივი  ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანისთვისაც შეუძლებელი იქნება, როგორიც კრიშტიანო რონალდოა. მაგრამ, საინტერესოა, რამდენი გოლის გატანას მოახერხებს რონალდო კარიერის დასრულებამდე, თუკი ის თავის სიტყვას აასრულებს და მის ახლანდელ მაჩვენებლებს კარიერის ბოლომდე მიიტანს. კრისა თუ რონალდო კარიერის დასრულებამდე რამე სერიოზულ ტრავმას არ მიიღებს, ახლანდელი მაჩვენებლებით ის 625 გოლს გაიტანს. თუ გოლების ამ მაჩვენებელს რონალდოს მიერ „მანჩესტერისა“ და „სპორტინგის“ მაისურებით გატანილ გოლებსაც დავუმატებთ, მივიღებთ 748–ს,  რაც, დამეთანხმებით, ფენომენალური შედეგია. „ის ამ სტატისტიკურ მაჩვენებელს ვერ შეინარჩუნებს" - იტყვის ბევრი თქვენგანი. ამიტომაც ჩვენ გამოვთვალეთ რონალდოს კარიერული შედეგები, თუ მისი ახლანდელი მაჩვენებლები 10%–იან კლებას განიცდის. კც ასე რომ, თუ კრისტიანო თავის ახლანდელ მონაგარს 10%–ით შეამცირებს, ის დაახლოებით 100 გოლით ნაკლებს გაიტანს, ვიდრე ამას მიმდინარე მონაცემებით მოახერხებდა. ამ სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, 36 წლის რონალდო თავის ბოლო სეზონში 29 მატჩს ჩაატარებს და 18–ჯერ მოახერხებს მეტოქეთა დამწუხრებას. 21–ე საუკუნის საფეხბურთო სამყაროში, კრისტიანო რონალდოს წარმატებების ათვლის სხეული ლიონელ მესია (შესაბამისად, მესის წარმატებების – რონალდო). რონალდოს სტატისტიკებსა და რეკორდებზე საუბრისას იქვე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ აქცენტი ლეო მესის ანალოგიურ მაჩვენებლებზეც. გთავაზობთ ლიონელ მესის იგივე პრინციპით გამოთვლილ სტატისტიკურ შედეგებს : მესი მესი რონალდოზე ახალგაზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი 10–იანი 2023 წლამდე ითამაშებს ფეხბურთს. დღევანდელი მაჩვენებლებით, მესი 2023 წლამდე 771 გოლის გატანას მოახერხებს. და თუ ამას დავუმატებთ მის მიერ 2009 წლამდე (რონალდოს „რეალში“ გადმოსვლის თარიღი) „შეგდებულ“ ბურთებს, მივიღებთ 851 გოლს. სავარაუდოდ, რონალდოს მსგავსად, ვერც მესი მოახერხებს ამ ფენომენალური მაჩვენებლების კარიერის დასრულებამდე შენარჩუნებას. შესაბამისად, ლეოს სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც 10% დავაკლოთ. პრო მაჩვენებლების 10%–იანი კლების შემდეგაც ნათლად ჩანს, რომ მესის კარიერის დასრულების შემდეგ გაცილებით მეტი გოლი ექნება გატანილი, ვიდრე - კრიშტიანო რონალდოს. არგენტინელი „გენიოსი“ თავის უკანასკნელ, მე–17 სეზონში 31 მატჩს ჩაატარებს და 17 გოლს გაიტანს. ასე რომ, თუ რონალდოს სურს, კარიერა ლეო მესიზე მეტი გატანილი გოლით დაასრულოს, მას 39 წლამდე, სეზონში საშუალოდ 55 გოლის გატანა მოუწევს. ამავდროულად, მესიმ ბუცები მასზე გაცილებით ადრე უნდა დაკიდოს ლურსმანზე. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ციფრები და ვარაუდია, თუმცა რეალობას მოკლებული ნამდვილად არ არის. რომელია საუკეთესო, რონალდო თუ მესი ? ეს თავად განსაჯეთ...

მოამზადა დიმა კუტუბიძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.

 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები