შაკირა: "მილანი "ბარსელონას" მაისურით იძინებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შაკირა: "მილანი "ბარსელონას" მაისურით იძინებს"


ცნობილმა მომღერალმა და ესპანელი მცველის, ჟერარდ პიკეს მეუღლემ, შაკირამ მის შვილზე, მილანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ფეხბურთი ძალიან უყვარს. "მილანს ძალიან უყვარს ფეხბურთი. ის უდიდესი გულშემატკივარია მსოფლიო ფეხბურთის. მილანი ბარსელონას მაისურითა და ბურთით იძინებს და იცის ყველა გუნდი, მათ შორის პრემიერლიგის გუნდებიც. მას თითქმის ყველა გამორჩეული კლუბის მაისური აქვს", - აცხადებს შაკირა. მოგეხსენებათ, ჟერარდ პიკე, ამჟამად, კატალონიის "ბარსელონას" წევრია. გასულ წელს მან გუნდთან ერთად სამივე შესაძლო ტიტული მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები