"ნერაძური" ჯუზეპე მეაცაზე "ქალბატონს" დაუზავდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ნერაძური" ჯუზეპე მეაცაზე "ქალბატონს" დაუზავდა


რამდენიმე საათის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ბოლო შეხვედრა, რომელიც ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა. მილანის "ინტერმა" მოქმედი ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" მიიღო და მატჩი 0-0 დასრულდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა, "ბებერი ქალბატონი" მეტოქეს გარკვეულ ეპიზოდებში აშკარად სჯაბნიდა. ყაიმის შემდეგ "ნერაძური" მე-3 ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო, "იუვე" 9 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს. ინტერი 0-0 იუვენტუსი ინტერი: ჰანდანოვიჩი, მირანდა, სანტონი, მურილო, ჯესუსი, მელო (გუარინი 64), პერიშიჩი, მედელი (კონდოგბია 90+2), ბროზოვიჩი, იოვეტიჩი (პალასიო 90+2), იკარდი იუვენტუსი: ბუფონი, ბარძალი, ევრა, ბონუჩი, კიელინი, ხედირა, მარკიზიო, კუადრადო, პოგბა, ძაძა (დიბალა 78), მორატა (მანჯუკიჩი 71) გაფრთხილებები: მელო 8, ბროზოვიჩი 77, მირანდა 90+1 - მარკიზიო 7, ხედირა 11, ძაძა 16, ევრა 60, კიელინი 86 ვიდეო მიმოხილვა:
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები