კლაუდიო მარკიზიო: "გასვლით მატჩში "ინტერთან" აღებული ქულა კარგი შედეგია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლაუდიო მარკიზიო: "გასვლით მატჩში "ინტერთან" აღებული ქულა კარგი შედეგია"


"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ "ინტერთან" მატჩის (0:0) შემდეგ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. "გამარჯვება გვინდოდა, იმიტომ, რომ გვესმის, ცხრილში წინ უნდა ავიწიოთ, მაგრამ გასვლით მატჩში "ინტერთან" აღებული ქულა კარგი შედეგია. გვჯერა, რომ შევძლებთ სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნებას, იმიტომ, რომ ჩვენ "იუვენტუსი" ვართ, ახლა მხოლოდ სეზონის დასაწყისია, მაგრამ, ამავდროულად, გვესმის, რომ დრო არც ისე ბევრია. ნებისმიერ შემთხვევაში, ფრე დღეს ღირსეული შედეგია. მინდორზე დავბრუნდი ტრავმის შემდეგ, რთული იყო, მაგრამ გულმოდგინედ ვიმუშავებ, რათა რაც შეიძლება მალე ჩავდგე ფორმაში. ჭორები იმის შესახებ, რომ იურგენ კლოპს "ლივერპულში" ჩემი მიწვევა უნდა? "იუვენტუსში" ყველაფრით კმაყოფილი ვარ" , - თქვა მარკიზიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები