ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2015/16: სუპერთასი სუპერლიგის ჩემპიონს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2015/16: სუპერთასი სუპერლიგის ჩემპიონს!


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2015/16: სუპერთასი სუპერლიგის ჩემპიონს!
18 ოქტომბერს, ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წ.წ სეზონმა, სუპერთასის ოთხთა ფინალით აიღო სტარტი. სპორტული სააგენტო SBM-ის მიერ ორგანიზებული, რიგით მერვე გათამაშების პირველ სათამაშო დღეს, ერთმანეთის პირისპირ 2014/15 წ.წ სეზონის ოთხი საუკეთესო გუნდი წარსდგა, სადაც პირველობა არავის დაუთმო სუპერლიგის ჩემპიონმა სკ პსპ-მ და ახალი სეზონის დაწყება, თავისთვის სადებიუტო ტიტულის მოპოვებით აღნიშნა. 1/2 ფინალებში ოთხეული შემდეგნაირად დაწყვილდა: შარშანდელი ოქროს ლიგის ჩემპიონი ნატახტარი, ვერცხლის ლიგის ფინალისტს კრედოს დაუპირისპირდა (ვერცხლის ლიგის ჩემპიონი, სნიკერსი წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას არ ღებულობს და შესაბამისად მისი ადგილი ფინალისტმა დაიკავა) და მეორე ტაიმში მოპოვებული უპირატესობით 4-0 დაამარცხა მეტოქე. მეორე ფინალისტის ვინაობა კი სუპერლიგის ჩემპიონ პსპ-სა და ბრინჯაოს ლიგის გამარჯვებულ მფკ ტატიშვილს შორის გაირკვა. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება „ფარმაცევტების“ გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ორივე ნახევარფინალში გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორის, ესპანური სპორტული ბრენდის JOMA-ს 100 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ, ნატახტარიდან ეს წოდება კახაბერ გოგოხიამ მოიპოვა, ხოლო პსპ-ს რიგებში ყველაზე გამორჩეულად მათი მეკარე, ნიკოლოზ ფხაკაძე დასახელდა. 012 რაც შეეხება სუპერთასის ფინალურ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც ესწრებოდნენ, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მიუხედავად „ფარმაცევტების“ მხრიდან მოპოვებული ორ ბურთიანი უპირატესობისა, ნატახტარის ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს საკმაოდ დიდი ბრძოლა გაუმართეს და რიგ მომენტებში ახლოსაც იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, თუმცა საბოლოო შედეგის მისაღწევად ძალა აღარ ეყოთ და მატჩი პსპ-ს გამარჯვებით 4-2 დასრულდა. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად, ამ მატჩში დუბლის ავტორი ნუკრი ჭუმბურიძე დასახელდა, რომელიც ესპანური სპორტული ბრენდის JOMA-ს 200 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა. სუპერთასის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი სპეციალური თასი, გუნდის კაპიტანს ლევან სარდანაშვილს, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ლევან კობიაშვილმა გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, მატჩები ჩემპიონატის ექსკლუზიური ოფიციალური ბურთით გაიმართა. 006 18.10.2015. სუპერთასი 2014/15 1/2 ფინალები ნატახტარი - კრედო 4-0 გოლები: გოგოხია (2), ჯაფარიძე, სეფერთელაძე FC PSP - მფკ ტატიშვილი 2-1 გოლები: გარსევანიშვილი, გოგიჩაიშვილი - შერმადინი ფინალი ნატახტარი - FC PSP 2-4 გოლები: გოგოხია, სეფერთელაძე - ჭუმბურიძე (2), გოგიჩაიშვილი, თევზაძე 008 რეგულარული სეზონი სტარტს უკვე მოდევნო კვირას აიღებს. 25 ოქტომბერს პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგა A და სუპერლიგა B-ს გუნდები გამართავენ, ხოლო კორპორატიული, ოქროს და ვერცხლის ლიგის პირველი ტური 1 ნოემბერს გაიმართება. წლევანდელი სეზონი, ჯამში ექვსი სხვადასხვა ლიგის ფორმატში გაიმართება, სადაც მონაწილე გუნდების რაოდენობა 60 შეადგენს. სეზონის სტარტზე, ოთხ ლიგაში წარმოდგენილ 40 გუნდს, 2016 წლის თებერვლიდან ბრინჯაოს ლიგა და სუპერლიგა C დაემატება. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music” მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯა-კო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, GOAL.GE და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები