"იმაზე დიდი ადამიანობა არაფერია, როცა თავს მოთოკავ" - მამუკა გორგოძე. » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"იმაზე დიდი ადამიანობა არაფერია, როცა თავს მოთოკავ" - მამუკა გორგოძე.


გაზეთი "კვირის პალიტრა" საინტერესო სტატიას აქვეყნებს. "ისეთი დონის მორაგბეები როგორიც მამუკა გორგოძეა მხოლოდ პრინციპული მატჩების დროს ითამაშებენ" - ნათქვამია "კვირის პალიტრის" ექსკლუზიურ ინტერვიუში. "სავარაუდოდ, ასეც იქნება და მხოლოდ შიგადაშიგ ჩამოვალ ხოლმე... ისეთ ფორმაში ვარ, არ მგონია, 3 წლის შემდეგ ნაკრებს ვეღარ გამოვადგე. თუ იმ დროს სათანადო ფორმაში ვიქნები, 2019 წლის მსოფლიო თასზე აუცილებლად ვითამაშებ. რობოტები არ ვართ, ყოველთვის კარგად რომ ვითამაშოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავალ მოედანზე, თუ 100%-ით არ ვიქნები დარწმუნებული ჩემს თავში. გულშემატკივრისგან ისეთი სიყვარული ვნახე, ამის შემდეგ არ მინდა, ვინმეს ვათქმევინო - დაბერდა და სახლში წასვლა ვერ გაიგოო! როგორც კი შევატყობ, რომ სათანადო ფორმაში აღარ ვარ, ჩემი სამშობლოს უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, ნაკრებში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, კარგი სახელით დავასრულო სანაკრებო კარიერა. "მოედანზე ისეთ შეურაცხყოფას ვერ მოგაყენებენ, რომ ვერ მოითმინო. იმაზე დიდი ადამიანობა არაფერია, როცა თავს მოთოკავ, შენს გუნდს არ დააღალატებ და მეტოქეს გამარჯვებით გასცემ პასუხს", - აცხადებს მამუკა გორგოძე. ჯერ იაპონიას, კანადას, აშშ-ს, ტონგას ვეჭიდაოთ. და როცა მათაც ისე მოვუგებთ, როგორც ახლა ვამარცხებთ "ერთა თასის" გუნდებს, უკვე შეგვეძლება თქმა, რომ მზად ვართ "ექვსი ერისთვის"

რატი შენგელია, გაზეთი “კვირის პალიტრა”

ასევე, იხილეთ საინტერესო ვიდეოები 2015 წლის მსოფლიო რაგბიდან მსოფლიო რაგბი 2015, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მომენტები
X
http://upload.goal.ge/RAGBI%20WORLD%20CUP%202014.mp4

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები