იაია ტურეს მედიასთან კონფლიქტი აქვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იაია ტურეს მედიასთან კონფლიქტი აქვს


მანჩესტერ სიტის ნახევარმცველ იაია ტურეს ჟურნალისტები უარყოფითად ახასიათებენ. მათი აზრით, ტურე იმაზე მეტ ხელფასს იღებს ვიდრე იმსახურებს. 2014 წელს, იაია განაწყენებული იყო მანჩესტერულ გუნდზე და ქალაქელების დატოვებას აპირებდა. საბოლოოდ, ტურე დათანხმდა, გაეგრძელებინა კარიერა სიტიში. იაიას 2014-15 წლების სეზონი არ იყო ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც 2013-14 წლების სეზონი, როცა გუნდმა პრემიერლიგა მოიგო და კოტდიუარელი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. აფრიკელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ განაცხადა: "თქვენ საუბრობთ სეზონზე, როცა გუნდი "პრემიერლიგაში" მეორე ადგილზე გავიდა, რაც ძალიან რთულია. 1 სეზონით ადრე მე გავიტანე 20 გოლი და ამაზე არავინ საუბრობს. წინა სეზონში მომიწია გუნდის დატოვება და აფრიკის თასზე მონაწილეობის მიღება, შემდეგ კი მაკრიტიკებდნენ, რატომ ვერ გავიტანე უფრო მეტი გოლი ვიდრე 2013-14 წლების სეზონში. როცა რაღაცას ცუდად აკეთებ, ჯურნალისტები გაკრიტიკებენ, როცა კარგად აკეთებ რამეს, ისინი არაფერს ამბობენ. აფრიკელებს, როცა კარგად ვთამაშობთ, გვიყვარს, რომ ამჩნევენ ამას. თუ ჩვენ სამართლიანად გვიხდიან, ჩვენ ვუმატებთ". "როცა ბარსელონადან მანჩესტერში გადმოვედი, ხალხი ამბობდა, რომ მე ფეხბურთს მოვკლავდი. ბევრი იცინოდა კიდეც, მაგრამ ჩვენ შევძელით, მოგვეგო თითქმის ყველაფერი". მიმდინარე სეზონში ტურეს ანგარიშზე 1 გატანილი გოლია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები