"პსჟ" - "რეალი". პეპე ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"პსჟ" - "რეალი". პეპე ვერ ითამაშებს


მადრიდის "რეალის" მცველი პეპე "პსჟ"-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება. პორტუგალიელი მინდორზე არ გასულა 23 სექტემბრიდან მოყოლებული, როცა კუნთოვანი ტრავმა მიიღო "ატლეტიკთან" მატჩში. თავდაპირველად მიჩნეული იყო, რომ პეპეს პარიზში თამაშის შანსი ჰქონდა, თუმცა, ექიმებმა მას აღდგენითი პროცესის ფორსირება აუკრძალეს რეციდივის მიღების რისკის გამო. ასე რომ, 32 წლის მცველი მინდორზე გასვლას 31 ოქტომბრამდე ვერ შეძლებს, როცა "რეალი" პრიმერაში "ლას-პალმასს" შეხვდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ "პსჟ"-სთან მატჩს ნამდვილად გამოტოვებს მცველი დანიელ კარვახალი და ჰავბეკი ხამეს როდრიგესი. მატჩი "პსჟ"-"რეალი" 21 ოქტომბერს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები