მანჩინი: "შეიძლება, არაფერი მესმის ფეხბურთის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩინი: "შეიძლება, არაფერი მესმის ფეხბურთის"


მანჩინი:
"ინტერის" მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა "იუვენტუსის" წინააღმდეგ სერია ა-ს მატჩში (0:0) მისი გუნდის ფრეზე. "შეიძლება, არაფერი მესმის ფეხბურთის, მაგრამ ფაქტია, მუდმივად ვისმენ "ინტერის" მისამართით კრიტიკას. სეზონის დასაწყისიდან, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ არაფერი შეცვლილა წინა წელთან შედარებით, მიუხედავად 5 მატჩში 5 გამარჯვებისა. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში რამდენიმე კომპონენტში, მაგრამ ეს ნორმალურია. ვფიქრობ, შევძლებთ ტიტულისთვის ბრძოლას" , - განაცხადა იტალიელმა. სერია ა-ში 8 ტურის შემდეგ "ინტერი" 17 ქულით მე-3 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები