ხესუს ნავასი: "სევილია იზრდება წლიდან წლამდე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხესუს ნავასი: "სევილია იზრდება წლიდან წლამდე"


"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, ხესუს ნავასმა "სევილიასთან" ჩემპიონთა ლიგის დამდეგ მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, "ქალაქელთა" 29 წლის ჰავბეკი "სევილიადან" "მან სიტიში" 2013 წელს გადავიდა 20 მლნ ევროდ. "ძალიან მიხარია, რომ სევილია იზრდება წლიდან წლამდე, აჩვენებს შესანიშნავ თამაშს. ახლა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა და ეცდება, იქ რაც შეიძლება უკეთ აჩვენოს თავი. ვფიქრობ, არც ისე ადვილია ევროპა ლიგის მოგება. ახლა მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის მომენტი დაუდგათ" ,- განაცხადა ესპანელმა. მიმდინარე სეზონში ხესუს ნავასმა ყველა ტურნირში ერთად "მან სიტის" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები