ფიფამ მათე ვაწაძე საუკეთესო ფეხბურთელებს შორის შეიყვანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფიფამ მათე ვაწაძე საუკეთესო ფეხბურთელებს შორის შეიყვანა


ფიფამ მათე ვაწაძე საუკეთესო ფეხბურთელებს შორის შეიყვანა
საქართველოს ნაკრებისა და დანიური "ორჰუსის" ფორვარდი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში კარგი თამაშის გამო ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვდა.
ქართველი შემტევი სიაში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც მანუელ ნოიერი, კევინ დე ბრუინი და სანტი კასორლა არიან. ვაწაძემ დუბლი გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ შეასრულა, გერმანიის ნაკრებთან მატჩშიც კი საკმაოდ აქტიური იყო. ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთ ძლიერ ფეხბურთელებთან მოხვედრა მისთვის ძალიან სასიამოვნოა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები