ნუნუ ეშპირიტუ სანტუ: "გენტს" კომპაქტური გუნდი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნუნუ ეშპირიტუ სანტუ: "გენტს" კომპაქტური გუნდი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს"


ესპანური "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ ბელგიური "გენტის" წინააღდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩის წინ განაცხადა, რომ მომდევნო ორი თამაში მისი გუნდისთვის გადამწყვეტი იქნება. "ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობით მოწინააღმდეგეს. გუნდების არასათანადოდ შეფასება ჩვენი სტილი არაა. "გენტს" კომპაქტური გუნდი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბელგიელები ორგანიზებულად დაიცავენ და ჩვენზე ზეწოლას მოახდენენ. ეს ვიცით. ლიონში ჩვენი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ წინ 2 კიდევ უფრო საპასუხისმგებლო მატჩი გვაქვს. ისინი შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ყველაფერი ჩვენს ხელშია" , - თქვა მწვრთნელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები