მატუიდი: "ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატუიდი: "ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ"


მატუიდი:
"პსჟ"-ს საყრდენმა, ბლეზ მატუიდიმ, ისაუბრა გუნდის გეგმებსა და მადრიდის რეალთან დაპირისპირებაზე, რომელიც 21 ოქტომბერს გაიმართება. goal.com-ს მან განუცხადა: "ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, მაგრამ ევროპაში ჯერ არაფერი მოგვიგია". "წელს გვინდა, რამე განსაკუთრებულს მივაღწიოთ, ვიცით, რომ ჩვენს გარდა კიდევ ბევრი კარგი გუნდი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით". მატუიდიმ ასევე ისაუბრა მადრიდის რეალზე: "რეალს მოგებული აქვს 10-ჯერ ეს ტურნირი და შეხვედრის ფავორიტებიც ისინი არიან. ფრთხილად უნდა ვიყოთ". ბლანის გუნდი ლიგა 1-ში, 10 ტურის შემდეგ მეორე ადგილოსან გუნდს 5 ქულით უსწრებს და ეცდება, ზედიზედ მეოთხედ მოიპოვოს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები