ნევილი: "აზარმა მეტი უნდა შეძლოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნევილი: "აზარმა მეტი უნდა შეძლოს"


ნევილი:
ინგლისის ნაკრების  ყოფილმა  მცველმა, გარი ნევილმა, განაცხადა, რომ თუ ედენ აზარს უნდა მესისთან და რონალდოსთან კონკურენცია, მეტის გაკეთება უნდა შეძლოს ვიდრე ამას წლევანდელ სეზონში აკეთებს. ბელგიელი სუპერვარსკვლავი 2014-15 წლების "პრემიერლიგის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, გუნდმა კი გათამაშება ცხრილის სათავეში დაასრულა. წლევანდელი წელი ჩელსისთვისაც და აზარისთვისაც ცუდად მიმდინარეობს, რამეთუ ჩელსი 10-ეულს მიღმაა, ხოლი ედენს სეზონში გოლი არა აქვს გატანილი. ჩელსის უკანასკნელ დაპირისპირებაში, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ, ჯოზე მოურინიომ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა 24 წლის ბელგიელი. ნევლიმა ისაუბრა ედენ აზარზე ჟურნალისტებთან ინტერვიუში: "მე არ გამაჩნია სიმპატიები ედენის მიმართ. მე მისგან მეტს მოველოდი". "შარშანდელი სეზონის შემდეგ მას რონალდოსა და მესის ადარებდნენ, თუმცა, პორტუგალიელი და არგენტინელი მაშინაც ახერხებენ გოლების გატანას, როდესაც ცუდ ფორმაში არიან". "ჩვენ ვნახეთ, რომ რონალდომ მოხსნა  რეალის რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობით, მესიმაც შეძლო, იგივე გაეკეთებინა ბარსელონაში. ვფიქრობ, ბელგიელი მათ ვერ შეედრება". "აშკარაა, რომ მას ჩავარდნა აქვს. ძლიერი ფეხბურთელები მალევე აღიდგენენ ხოლმე ფორმას, ამიტომ არიან ისინი საუკეთესოები". აზარს შეეძლება, გახსნას გოლების ანგარიში "დინამო კიევთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ შეხვედრაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები