ხარაიშვილი: "მიდტიულანდის წინააღმდეგ უდიდეს როლს გულშემატკივარი ითამაშებს " » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხარაიშვილი: "მიდტიულანდის წინააღმდეგ უდიდეს როლს გულშემატკივარი ითამაშებს "


21 ოქტომბერს, იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის დროით 19:00 საათზე "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "მიდტიულანდს" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა დანიელთა გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. მატჩის წინ, GOAL.GE-სთან "საბურთალოს" კაპიტანმა, გიორგი ხარაიშვილმა ისაუბრა. - ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნაკრების მატჩებში და "სიონისა" და "საპოვნელას" წინააღმდეგ ვერ ითამაშე. როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად? - დაახლოებით, 1 თვე გამიცდა, ნაწლავების პრობლემასთან დაკავშირებით. ამ პერიოდის გამოტოვებამ ჩემზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე, ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით იმოქმედა. მნიშვნელოვანი თამაშების გამოტოვება მომიწია. ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ, რამდენიმე დღეა, ვარჯიში დავიწყე და იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრისთვის 100% მზად ვიქნები. - რამდენად კარგად იცნობთ მეტოქეს? - ძალიან ცოტა ინფორმაცია და ვიდეომასალა გვქონდა მეტოქეზე. ვიცოდით, რომ ტანმაღალი და ათლეტური გუნდი იყო, მაგრამ ასეთი ტექნიკურებიც თუ იყვნენ, ნამდვილად არ ველოდით. ახლა კი უკვე ვიცით "მიდტიულანდის" სუსტი და ძლიერი მხარეები, ამას როგორ გამოვიყენებთ, ხვალინდელი შეხვედრა გვიჩვენებს. - გუნდის მოლოდინი ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით... - მოგეხსენებათ, "საბურთალო" არ არის შეჩვეული ასეთი ტურნირების სპეციფიკას და პირველად გავდივართ ასეთი დონის ჩემპიონატზე. ვცდილობთ, ასეთ თამაშებს ალღო მალე ავუღოთ. რა თქმა უნდა, ხვალინდელ შეხვედრაში ყველა 100% დავიხარჯებით და ვეცდებით, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს მივაღწიოთ. - როგორი იქნება "საბურთალოს" ტაქტიკა ხვალინდელი შეხვედრისთვის? - "საბურთალო", როგორც მოგეხსენებათ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ხვალ, რა თქმა უნდა, მეტოქის ნახევარზე დიდ დროს გავატარებთ. ეს "საბურთალოს" სქემაა და არ შეიცვლება. გუნდში არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ, ხვალინდელი დაპირისპირება მაღალ დონეზე ჩაატარონ. რაც ყველაზე მთავარია, "მიდტიულანდის" წინააღმდეგ უდიდეს როლს გულშემატკივარი ითამაშებს.

დასწრება უფასოა!

საბა საპანაძე

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები