იერო: "კლუბის ხელმძღვანელობას სასარგებლო რჩევებს მივცემ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იერო: "კლუბის ხელმძღვანელობას სასარგებლო რჩევებს მივცემ"


მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი ფერნანდო იერო თბილისშია. ის "საუბრთალოს" მატჩს დაესწრება, რომელიც ხვალ გაიმართება. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ იერომ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და აქ ჩამოსვლის მიზეზი დაასახელა. "მოხარული ვარ, რომ საქართველოში, საბურთალოს მოწვევით, ჩემს მეგობრებთან ჩამოვედი. მე და კლუბის გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე რამდენიმე დღის წინ მადრიდში შევხვდით. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. გავეცნობი საბურთალოს აკადემიის მუშაობის სპეციფიკას, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობას სასარგებლო რჩევებს მივცემ. დავესწრები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს საბურთალოს მონაწილეობით. მექნება ბევრი საინტერესო შეხვედრა. ვფიქრობ, ამ 2 დღეს ნაყოფიერად გამოვიყენებ", - აცხადებს იერო. იხილეთ ვიდეო
X
https://www.youtube.com/watch?v=z30jhKGY9TQ
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები