კარლო ანჩელოტი: "მოურინიოს "ჩელსიდან" არ გაუშვებენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარლო ანჩელოტი: "მოურინიოს "ჩელსიდან" არ გაუშვებენ"


"ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება არ ემუქრება, მიუხედავად ლონდონური გუნდის სეზონის წარუმატებელი სტარტისა. "არა მგონია, მოურინიო გაუშვან, ნამდვილად არა. მან ცოტა რამ შეცვალა გასულ სეზონთან შედარებით და მუშაობს კლუბში, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს. ამასთან, კლუბშიც ძალიან კარგად იცნობენ მოურინიოს. ჟოზე ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია და თუ ვინმეს შეუძლია სიტუაციის გამოსწორება, ეს თავად ჟოზეა. ვფიქრობ, "ჩელსის" პრობლემა მოტივაციაშია. ტექნიკურად ეს ის გუნდია, რომელიც დომინირებდა ჩემპიონატში გასულ სეზონში. თუმცა, გუნდის მოტივაციის დონე დაეცა. გუნდმა საშინლად დაიწყო სეზონი, ძველი დრაივი უნდა დაიბრუნოს" , - აღნიშნა ანჩელოტიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები