ლამელა: "ტოტენჰემში" თავს კარგად ვგრძნობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლამელა: "ტოტენჰემში" თავს კარგად ვგრძნობ"


"23 წლის არგენტინელმა "რომა" 2013 წელს დატოვა და ლონდონურ "ტოტენჰემში" გადავიდა. ბოლო დროს ნახევარმცველს აპენინებზე დაბრუნებასთან აკავშირებენ, სადაც მისით იგივე "რომა" და "ინტერი" ინტერესდებიან. "მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემში" მოვედი, ყველა მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ წასვლა მინდა. უკვე მესამე სეზონია, "დეზების" მაისურით ვთამაშობ, ჭორები კი ისევ გრძელდება. არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ასახსნელიც არაფერია" , - თქვა ლამელამ. "მუდმივად მხოლოდ "ტოტენჰემზე" ვფიქრობ. თუ ვფიქრობ "ინტერზე", "მარსელზე", "რომაზე"? არა, ყოველთვის მინდოდა აქ დარჩენა და ნათლად ვუთხარი ეს ჩემს პარტნიორებს, მწვრთნელებს, ყველას კლუბში. აქ თავს კარგად ვგრძნობ. "ტოტენჰემში" თანაგუნდელები შესანიშნავად მეწყობიან, თითქოს, სახლში ვარ" , - შეაჯამა ლამელამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები